მოლდოვამ საჰაერო სივრცე დროებით დახურა
14 თებერვალს მოლდოვამ საჰაერო სივრცე დროებით დახურა. ამის შესახებ ავიაკომპანია Air Moldova აცხადებს.
"ძვირფასო მგზავრებო, ახლა მოლდოვას რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დაკეტილია, ველოდებით ფრენების განახლებას. დღევანდელი ფრენების განრიგი შეიცვლება," - ნათქვამია განცხადებაში.
კომპანიამ აეროპორტში ან ბორტზე მყოფებს მოუწოდა, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თვალი ადევნონ აეროპორტის საინფორმაციო პანელებს და ავიაკომპანიის ვებ-გვერდს.
Telegram-ის არხის, runway09.aviation-ის ცნობით, უახლესი მონაცემებით, მოლდოვის საჰაერო სივრცე უსაფრთხოების მიზნით, ადგილობრივი დროით 16:00 საათამდე დროებით დაკეტილია.
არხმა ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბუქარესტიდან კიშინიოვის მიმართულებით მიმავალი თვითმფრინავი ქალაქ იასში (რუმინეთი) დაეშვა. კიშინიოვისკენ მიმავალი კიდევ ორი თვითმფრინავი კი ამ დროისთვის ჰაერშია.
გუშინ ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცახადა, რომ რუსეთი მოლდოვაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას გეგმავს.