მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთი კიშინიოვში ხელისუფლების დამხობას ცდილობს
მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიჰაი პოპშოიმ განაცხადა, რომ ქვეყანას რუსეთისგან მრავალი საფრთხე ემუქრება ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.
ამის შესახებ მან Associated Press-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
"რუსები სწავლობენ და ადაპტირდებიან და ცდილობენ დემოკრატიული პროცესი ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენონ... მოლდოვის დემოკრატიული ხელისუფლების დასამხობად," - თქვა პოპშოიმ.
მისი თქმით, კიშინიოვმა იცის, რომ კრემლი თავისი მარიონეტების მეშვეობით აპირებს "უამრავი ენერგიისა და ფინანსური რესურსის" ინვესტირებას და ცდილობს მოლდოვის მოქალაქეების მოსყიდვას.
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღიარა, რომ დნესტრისპირეთთან ვითარება კვლავ დაძაბულია და ის შიშობს, რომ რეგიონთან დაკავშირებულმა სპეკულაციებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ქვეყანაში ინვესტიციებზე.
ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ მოლდოვას ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პროგრესი აქვს და ქვეყანა ახლა "სრულიად დამოუკიდებელია ან აქვს ალტერნატივა და შეუძლია აირჩიოს სად იყიდოს გაზი და ელექტროენერგია."
პოპშოის თქმით, რომ მოლდოველების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ ცხოვრობს, რამაც "ნატო საშიშად აქცია."
"მაგრამ ეს ხელს არ უშლის ჩვენს ნატოს პარტნიორებთან თანამშრომლობას და ჩვენი შეიარაღებული ძალების გაძლიერებას," - თქვა მან.
მანამდე მოლდოვის საინფორმაციო და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრ მუსტიატამ განაცხადა, რომ რუსეთი შეეცდება ჩაერიოს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში და სოციალური კონფლიქტების პროვოცირებას გაგაუზიასა და დნესტრისპირეთში, რათა მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების კომპრომატირება მოხდეს.
ამასთან, პოპშოიმ საზოგადოება გააფრთხილა, რომ 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებისა და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმის წინ რუსეთი ჰიბრიდულ ომს გააგრძელებს.