მოლდოვის სუვერენიტეტის აღმოფხვრის მცდელობის გამო EU-მ სანქციები დააწესა
ევროპის კავშირმა ექვსი პირისა და ერთი კომპანიის წინააღმდეგ, რომლებიც მოლდოვას დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, კანონის უზენაესობას და სტაბილურობას საფრთხეს უქმნიდნენ, სანქციები დააწესა.
„მოლდოვა ერთი-ერთია იმ ქვეყნებიდან, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად მნიშვნელოვნად დაზარალდა. მუდმივად ხორციელდება ქვეყნის დესტაბილიზაციის სულ უფრო და უფრო მძლავრი მცდელობები. დღევანდელი ჩამონათვალი [6 ფიზიკური პირი და ერთი კომპანია] არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი მოლდოვისადმი, მისი დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და სტაბილურობის მიმართ ევროპის კავსირის მტკიცე მხარდაჭერის შესახებ. ევროპული გაერთიანება გააგრძელებს მათ წინააღმდეგ ბრძოლას, ვინც ჩვენს უშუალო სამეზობლოში დესტაბილიზაციას უწყობს ხელს“, - ჯოზეფ ბორელი.
საბჭოს გადაწყვეტილებით, სანქციები დაუწესდა გასამხედროებულ ორგანიზაციას, "Scutul Poporului-ს, რომელიც პოლიტიკური არასტაბილურობისა და ძალადობრივ დემონსტრაციების ხელშეწყობით მოლდოვის დემოკრატიული მთავრობისთვის ძირის გამოთხრას ცდილობდა.
სანქცირებულ პირებს შორის არის რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ოპერატიული დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, რომელიც მოლდოვაში, განსაკუთრებით დნესტრისპირეთში 2016 წლიდან რუსეთის ფარულ ოპერაციებს ახორციელებს. გარდა ამისა, სანქციები დაუწესდათ მედია პლატფორმების ხელმძღვანელებს, რომლებიც მოლდოვაში რამდენიმე არხს ფლობენ და ამ არხების საშუალებით გავრცელებული ინფორმაციით ქვეყნის დემოკრატიული წინსვლის შეფერხებას ცდილობენ.