ბალკანეთის ქვეყნებმა ლავროვის თვითმფრინავს მათ საჰაერო სივრცეში შესვლა აუკრძალეს
სერბეთში ვიზიტის წინ, მონტენეგრომ, ჩრდილოეთ მაკედონიამ და ბულგარეთმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლავროვის თვითმფრინავს მათ საჰაერო სივრცეში შესვლა აუკრძალა. ამის შესახებ ინფორმაციას სერბული გამოცემა Novosti ავრცელებს.
ლავროვის ვიზიტი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში 7 ივნისსაა დაგეგმილი.
გამოცემა წერს, რომ მოსკოვიდან ბელგრადში ლავროვის მიღება კითხვის ნიშნის ქვეშაა, რადგან მონტენეგრომ, ჩრდილო მაკედონიამ და ბულგარეთმა მისი თვითმფრინავის დაბლოკა.
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა 3 ივნისს განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჩასვლასთან დაკავშირებით, გარკვეული სირთულეები არსებობს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სერბეთის პრეზიდენტი ლავროვის ნაცვლად რუსეთის ელჩს, ალექსანდრ ბოკან-ხარჩენკოს შეხვდება.