Moscow Times: გენერალი სერგეი სუროვიკინი დაპატიმრებულია

უკრაინაში რუსეთის საოკუპაციო ძალების მეთაურის მოადგილე, პრიგოჟინის მიერ ორგანიზებულ შეიარაღებული ამბოხის საქმესთან დაკავშირებით დაპატიმრებულია. 

ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, The Moscow Times ავრცელებს

გამოცემის ცნობით, სუროვიკინი ამ დროისთვის ლეფორტოვოს საპატიმროში იმყოფება. 

"როგორც ჩანს სუროვიკინმა არასწორი მხარე აირჩია",- ამბობს გამოცემასთან საუბარში ერთ-ერთი წყარო. 

სუროვიკინის დაპატიმრების შესახებ ცნობები პირველად რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა Z-ბლოგერებმა გაავრცელეს. 

კონტექსტი 

New York Times-ის ცნობით, გენერალმა სუროვიკინმა იცოდა პრიგოჟინის გეგმების შესახებ, თუმცა გამოცემა იუწყებოდა, რომ უცნობია მონაწილეობდა თუ არა სუროვიკინი ამბოხებაში. 

პრიგიჟონის გეგმების შესახებ წინასწარ იცოდა სერგეი სუროვიკინმა Wall Street Journal-ის ცნობითაც. გამოცემის ცნობით, პრიგოჟინი შოიგუსა და გერასიმოვის ტყვედ აყვანას გეგმავდა, თუმცა მას ხელი იმან შეუშალა, რომ ФСБ-მ შეთქმულების შესახებ 2 დღით ადრე გაიგო. 

გასულ თვეებში მიიჩნეოდა, რომ სუროვიკინსა და პრიგოჟინს კარგი ურთიერთობები აკავშირებდათ. გენერალს დადებითად ახასიათებდა პრიგოჟინიც, სწორედ სუროვიკინი დაინიშნა ვაგნერისა და თავდაცვის სამინისტროს შორის კოორდინატორად მიმდინარე წლის მაისში, პრიგოჟინის კრიტიკის შემდეგ. 

ამბოხების დაწყების შემდეგ, სერგეი სუროვიკინი იყო პირველი გენერალი, რომელიც ამბოხებულებს განუდგა და მათ ჩაბარებისკენ მოუწოდა. ვიდეო როსტოვში, სამხრეთ სამხედრო ოლქის შენობაში ჩაიწერა. უკვე დილის საათებში, როდესაც ვაგნერმა შტაბის შენობა დაიკავა სუროვიკინი არ გამოჩენილა.

მსგავსი სიახლეები