მოსკოვის სავაჭრო ცენტრზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა - რა ვიცით

22 მარტის საღამოს მოსკოვის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა. ვრცელდება ცნობები დაღუპულებისა და ათეულობით დაჭრილის შესახებ. 

რა ვიცით

შემთხვევა პოდმოსკოვიეში მდებარე ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრ, კროკუს ჰოლში იმ დროს მოხდა, როდესაც საკონცერტო დარბაზში შეკრებილები ჯგუფ პიკნიკის გამოსვლას ელოდებოდნენ. 

თვითმხილველების მიერ გავრცელებულ კადრებზე ჩანან შეიარაღებული ადამიანები, რომლებიც შენობაში მყოფ სამოქალაქო პირებს ესვრიან. რუსეთის ძალოვან უწყებებთან დაახლოებული ტელეგრამ არხების ცნობით, შენობაში სულ 5 შეიარაღებული თავდამსხმელი იმყოფებოდა. 

ვრცელდება ცნობები 40 დაღუპულისა და 100-ზე მეტი დაჭრილის შესახებ. დაჭრილი ადამიანები ჩანან თვითმხილველების მიერ გადაღებულ კადრებზეც. ასევე, ვრცელდება ცნობები შენობაში მომხდარი აფეთქების შედეგად, რასაც მასშტაბური ხანძარი მოჰყვა. წყაროების ცნობით, შენობაში ამ დრომდე 100-მდე ადამიანი რჩება, თუმცა მეხანძრეები ვერ იწყებდნენ ხანძრის ჩაქრობას, რადგანაც სპეცრაზმს ელოდებოდნენ. 

პოდმოსკოვიის ოლქის გუბერნატორმა, ალექსეი ვორობიოვმა საგანგებო შტაბის შექმნის შესახებ გამოაცხადა, თუმცა სხვა დეტალებზე არაფერი უთქვამს. 

მომხდარს გამოეხმაურა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურიც, სადაც განაცხადეს, რომ ქვეყნის ძალოავანი უწყებები იღებენ ყველა აუცილებელ ზომას მომხდართან დაკავშირებით. 

ცნობილია, რომ სავაჭრო ცენტრთან გაგზავნილია 70-მდე სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ბოლო ცნობებით, შემთხვევის ადგილას უკვე მივიდა როსგვარდიის დანაყოფები. 

მსგავსი სიახლეები