მოსკოვის ყოფილი მთავარი რაბინი: ებრაელებმა რუსეთი უნდა დატოვონ

ებრაელებმა უნდა დატოვონ რუსეთი, სანამ მათ ამის შესაძლებლობა აქვთ. ეს განცხადება მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა, პინხას გოლდშმიტმა The Guardian-თან ინტერვიუში გააკეთა.

მისი თქმით, დღეს რუსეთში მზარდი ანტისემიტიზმია იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვი ხდება ახალი ტიპის საბჭოთა კავშირი და რკინის ფარდა ნაბიჯ-ნაბიჯ ისევ ეშვება.

ამასთან გოლდშმიდტმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ ებრაული მოსახლეობა, შესაძლოა, ომის შედეგად გამოწვეულ გაჭირვებაში "განტევების ვაცად" გამოიყენონ.

"თუ რუსეთის ისტორიას გავიხსენებთ, დავინახავთ, რომ როდესაც პოლიტიკურ სისტემას საფრთხე ემუქრებოდა, მთავრობა მასების რისხვასა და უკმაყოფილებას ებრაელებისკენ მიმართავდა". – თქვა მოსკოვის ყოფილმა მთავარმა რაბინმა.

მოსკოვის მთავარმა რაბინმა, პინხას გოლდშმიდტმა რუსეთი მას შემდეგ დატოვა, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ სასულიერო პირებისგან უკრაინაში დაწყებული ინტერვენციის საჯარო მხარდაჭერა მოითხოვა.

მსგავსი სიახლეები