მოსკოვში ФСБ-ს გადამდგარი გენერალი გარდაცვლილი იპოვეს

მოსკოვში ФСБ-ის გადამდგარი გენერალ-მაიორი ევგენი ლობაჩოვი გარდაიცვალა. 76 წლის პენსიონერის ცხედარი სადარბაზოში მისმა მეუღლემ იპოვა. ამის შესახებ РБК იუწყება.

შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ დააფიქსირა, რომ ლობაჩოვს თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. ცხედრის გვერდით აღმოჩნდა პისტოლეტი TT. ვარაუდობენ, რომ ეს თვითმკვლელობაა.

РБК-ს წყაროს ცნობით, ლობაჩოვის მეუღლემ იმ თავის ტკივილებზე ისაუბრა, რაც მის ქმარს აწუხებდა. ასევე, გადამდგარ გენერალს რამდენიმე სესხი ჰქონდა ბანკიდან, ასევე მან ნათესავებისგან ისესხა ფული, რის გამოც მას პრობლემები ჰქონდა.

"76 წლის ლობაჩოვის ცხედარი კაჩალინსკაიას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი სახლის სადარბაზოში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი თვითმკვლელობაა", - განუცხადა სამართალდამცავი უწყების წარმოამდგენელმა ТАСС-ს.

გარდა ამისა, მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლობაჩოვი მძიმე ავადმყოფობით იყო დაავადებული.  

მსგავსი სიახლეები