მოსკოვში სამხედრო პროდუქციის მწარმოებელ ქარხანაში ხანძარია
მოსკოვში ქარხანა Салют-ში, რომელიც სამხედრო პროდუქციას აწარმოებს, ხანძარი გაჩნდა. ამ ინფორმაციას The Mosсow Time ავრცელებს.
მოსკოვში, პლეხანოვის ქუჩაზე მდებარე შენობიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.
Mash-ის ცნობით, ხანძარი ლაბორატორიაში გაჩნდა, სადაც ნატრიუმი ინახებოდა.
ამავდროულად, Baza იუწყება, რომ ხანძარი მესამე სართულზე მდებარე მიკროელექტრონულ საწყობში გაჩნდა.
ხანძრის ფართობი, სავარაუდოდ, დაახლოებით 10 კვადრატული მეტრი იყო. რუსულ მედიაში წერენ, რომ ის უკვე ლოკალიზებულია და მსხვერპლი არ არის. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
მოგვიანებით, Baza-მ განმარტა, რომ ხანძარი მიკროელექტრონული საწყობის სავენტილაციო პალატაში გაჩნდა, ის უკვე ლიკვიდირებულია და ახლა შენობის ვენტილაცია მუშაობს.
Салют სხვა პროდუქციასთან ერთად, გემების სადესანტო რადარებს აწარმოებს.
2022 წელს კომპანია აშშ-მ დაასანქცირა.