მუქარა უკრაინის მთავრობას და დასავლეთს – პუტინის გამოსვლის მთავარი თეზისები

ვლადიმირ პუტინი უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ტელეკამერებთან მეოთხედ გამოჩნდა. ამჯერად რუსეთის პრეზიდენტი რუსეთის სახელმწიფო ავიაგადამზიდის, აეროფლოტის ქალ თანამშრომლებს შეხვდა. 

შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა კვლავ გამონახა დრო დამუქრებოდა უკრაინის ხელმძღვანელობას და სახელმწიფოებრიობას, ასევე მორიგ ჯერზე გაკეთდა აქცენტი ვითარებაში დასავლეთის ჩარევის მიუღებლობაზე. 

გთავაზობთ ვლადიმირ პუტინის გამოსვლის მთავარ თეზისებს: 

  • უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურების პროცესი თითქმის დასრულებულია; 
  • "სპეციალური სამხედრო ოპერაცია" მიმდინარეობს გენშტაბის გეგმის მიხედვით და გრაფიკის მკაცრი დაცვით;
  • უამრავი მტკიცებულების მიუხედავად, უკრაინასთან ომში არ მონაწილეობენ წვევამდელები და იქ არიან მხოლოდ პროფესიული, საკონტრაქტო ნაწილები;
  • საომარი მდგომარეობა რუსეთში ცხადდება საგარეო თავდასხმის შემთხვევაში და შესაბამისად, მისი შემოღება არ განიხილება;
  • უკრაინის ცაზე არასაფრენი ზონის შექმნის ნებისმიერი მცდელობა აღქმული იქნება ომის გამოცხადებიდან იმ ქვეყნის მხრიდან, რომლიდანაც საფრთხე შეექმნება ჩვენ სამხედროებს;
  • დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები ომის გამოცხადების ტოლფასია;
  • თუ უკრაინის ხელისუფლება გააგრძელებს ისე მოქმედებას, როგორც მოქმედებს, ეს საფრთხეს შეუქმნის უკრაინის სახელმწიფოებრიობას და ეს სრულად მათი პასუხისმგებლობა იქნება;
  • რუსული წარმოების თვითმფრინავის, MC-21-ში უფრო დიდი ადგილია სავარძლებს შორის - ეს თვითმფრინავი ჯობია დასავლურ ანალოგებს;

 

მსგავსი სიახლეები