ნავალნიმ გირკინს პოლიტპატიმარი უწოდა
რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ 25 ივლისს განაცხადა, რომ დონბასელი ბოევიკების ყოფილი ლიდერი იგორ გირკინი (სტრელკოვი) უკანონოდ დააკავეს და ის პოლიტპატიმარია.
"სტრელკოვი ჰააგის სასამართლომ გაასამართლა იმ პროცესით, რომელიც, ჩემი აზრით, შეესაბამება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. ნებისმიერ შემთხვევაში, ბოინგის 298 მგზავრის მკვლელობის ფაქტი რუსეთმა უნდა გამოიძიოს და ყველა დამნაშავე სამართლიანად დაისაჯოს. თავად სტრელკოვი არ უარყოფს გაურკვეველი სტატუსით უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას. ეს ყველაფერიც უნდა გამოვიძიოთ და მან სასამართლოს სამართლიანი განაჩენი მიიღოს. მაგრამ ახლა სტრელკოვი დაკავებულია არა რეალური დანაშაულის ჩადენისთვის, არამედ ექსტრემიზმის გამოგონილი და შეთითხნილი საქმით. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლების კრიტიკისთვის," - წერს ნავალნი.
მან აღნიშნა, რომ გირკინი "კანიბალებს მადის ნაკლებობის გამო აკრიტიკებდა და აძლევდა რჩევებს, თუ როგორ უნდა ეჭამათ ხალხი უკეთესად." ამავე დროს, ნავალნი თვლის, რომ "მიუხედავად შეხედულებებისა," უნდა "დადგეს კანონისა და სამართლიანობის პოზიციებზე."
"ადამიანის გასამართლება შესაძლებელია მხოლოდ იმ დანაშაულისთვის, რომელიც მან ჩაიდინა. სიხარული, რომ სტრელკოვი საკუთარი ხელისუფლების მსხვერპლი გახდა, არის უკანონობის საჯაროდ მხარდაჭერა." - განაცხადა მან.