ნეთანიაჰუ ირანელებს: რეჟიმი უფრო გაახლოვებთ უფსკრულს
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ორშაბათს ირანელ ხალხს მიმართა. მან განაცხადა, რომ ისრაელი მათთან ერთად დგას, რადგან ის აგრესიულად ებრძვის ისლამური რესპუბლიკის მარიონეტებს მთელს რეგიონში, ებრაულ სახელმწიფოზე მათი თავდასხმების საპასუხოდ.
"ყოველდღე ხედავთ რეჟიმს, რომელიც გაიძულებთ ლიბანის მხარდასაჭერად და ღაზას დასაცავად გამოსვლებს. თუმცა, ეს რეჟიმი ყოველდღიურად ძირავს ჩვენს რეგიონს უფრო ღრმად სიბნელესა და ომში," - თქვა პრემიერმა ინგლისურენოვან ვიდეომიმართვაში, რომელიც ასევე სპარსული სუბტიტრებით გავრცელდა.
ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ირანის "მარიონეტების" ლიკვიდაცია მოხდა და "ისრაელი ახლო აღმოსავლეთში ყველგან მიაღწევს."
"რეჟიმი თქვენ - კეთილშობილ სპარსელ ხალხს - უფრო გაახლოვებთ უფსკრულს," - თქვა მან. "ირანელთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ იცის, რომ მათ რეჟიმს არ აინტერესებთ. მათ, რომ აინტერესებდეთ და თქვენზე ზრუნდავდეს, შეწყვეტდნენ მილიარდობით დოლარის ფლანგვას ახლო აღმოვლეთის უშედეგო ომებზე. ეს თქვენი ცხოვრების გაუმჯობესებას გამოიწვევდა."
"წარმოიდგინეთ, მთელი ის ფინანსური რესურსები, რომელიც რეჟიმმა ბირთვულ იარაღზე და საგარეო ომებზე დახარჯა, თქვენი შვილების განათლებაში, თქვენი ჯანდაცვის გაუმჯობესებაში, თქვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურის, წყლის, კანალიზაციის, ყველა სხვა საჭიროების გაუმჯობესებაზე დახარჯულიყო. წარმოიდგინეთ." - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა.
"როდესაც ირანი საბოლოოდ თავისუფალი იქნება - და ეს მომენტი ბევრად უფრო ადრე დადგება, ვიდრე ხალხი ფიქრობს - ყველაფერი სხვაგვარად იქნება," - განაცხადა მან. "ჩვენი ორი უძველესი ხალხი, ებრაელი და სპარსელი ხალხი, საბოლოოდ მშვიდობიანად იქნება. ჩვენი ორი ქვეყანა, ისრაელი და ირანი, მშვიდობიანად იქნება."
"როცა ეს დღე დადგება, ტერორისტული ქსელი, რომელიც რეჟიმმა ხუთ კონტინენტზე შექმნა, გაკოტრდება, დაიშლება. ირანი ისე განვითარდება, როგორც არასდროს: გლობალური ინვესტიციები; მასიური ტურიზმი; ბრწყინვალე ტექნოლოგიური ინოვაციები, რომელიც დაფუძნებულია ირანის შიგნით არსებულ უზარმაზარ ნიჭზე. განა ეს უკეთესად არ ჟღერს, ვიდრე გაუთავებელი სიღარიბე, რეპრესიები და ომი?" - იკითხა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.
ნეთანიაჰუმ ირანელებს უთხრა: "არ მისცეთ უფლება ფანატიკოს თეოკრატთა მცირე ჯგუფს დაანგრიოს თქვენი იმედები და თქვენი ოცნებები. თქვენ უკეთესს იმსახურებთ. თქვენი შვილები უკეთესს იმსახურებენ. მთელი მსოფლიო იმსახურებს უკეთესს. მე ვიცი, რომ თქვენ არ უჭერთ მხარს ჰამასის და ჰეზბოლას მოძალადეებს და მკვლელებს, მაგრამ თქვენი ლიდერები მხარს უჭერენ. თქვენ უფრო მეტს იმსახურებთ. ირანელმა ხალხმა უნდა იცოდეს - ისრაელი თქვენთან დგას."
ისრაელის ლიდერმა ეს მიმართვა ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ ჰეზბოლას ლიდერის, ჰასან ნასრალას ლიკვიდაციიდან რამდენიმე დღის შემდეგ გააკეთა.
ნასრალას მკვლელობა მთელ მსოფლიოში იზეიმეს ირანის ისლამისტური რეჟიმის მოწინააღმდეგეებმა.