ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე რუსეთისა და ბელორუსის ელჩების მიწვევა გაუქმდა
ნობელის ფონდმა უარი თქვა სტოკჰოლმში, წლევანდელ ნობელის პრემიის გადაცემის ცერემონიაზე რუსეთის, ირანის და ბელორუსის ელჩების მიწვევაზე.
ამის შესახებ ფონდის განცხადებაშია ნათქვამი.
ფონდმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ ნობელის პრემიის ცერემონიაზე ყველა ელჩის მოწვევის გადაწყვეტილებამ, ზოგადი პრაქტიკის შესაბამისად, მწვავე რეაქცია გამოიწვია.
"ამ გადაწყვეტილების მიზეზი ის იყო, რომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია რაც შეიძლება ფართოდ გავრცელდეს ნობელის პრემია," - განმარტა ფონდმა და დაამატა, რომ გასულ წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭათ უფლებადამცველებს რუსეთში, ბელორუსსა და უკრაინაში.
"ჩვენთვის ცნობილია შვედეთის მძაფრი რეაქცია, რამაც მთლიანად დაჩრდილა ეს გზავნილი. ამიტომ, ნობელის ფონდის საბჭომ გადაწყვიტა გაიმეოროს გასული წლის გამონაკლისი ჩვეულებრივი პრაქტიკიდან - არ მოიწვიოს რუსეთის, ბელორუსისა და ირანის ელჩები ნობელის პრემიის ცერემონიალზე." - ნათქვამია ნობელის ფონდის განცხადებაში.
თუმცა, ოსლოში ცერემონიაზე ყველა ელჩი იქნება მიწვეული, როგორც ეს ადრე მოხდა.
ნობელის 6 პრემიიდან ხუთი ყოველწლიურად სტოკჰოლმში ენიჭებათ და მშვიდობის დარგში პრემია ოსლოში გადაეცემათ, სადაც ცალკე ღონისძიება იმართება.
ამჟამინდელი ლაურეატების ვინაობა ოქტომბრის დასაწყისში გახდება ცნობილი, ხოლო დაჯილდოების ცერემონია 10 დეკემბერს, ალფრედ ნობელის გარდაცვალების წლისთავზე გაიმართება.