ნორვეგიის პრემიერი: უკრაინა იბრძვის იმ პრინციპებისთვის, რომლებზეც მთელი მსოფლიოა აგებული
უკრაინის ომი რუსული აგრესიის წინააღმდეგ არ არის მხოლოდ ბრძოლა უკრაინისთვის. ამის შესახებ 1 ივლისს კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ნორვეგიის პრემიერმა იონას გაჰრ სტერესმა განაცხადა.
"ბრძოლა, რომელსაც უკრაინა აწარმოებს, არ არის მხოლოდ უკრაინისთვის, ეს არის ბრძოლა იმ ძირითადი პრინციპებისთვის, რომლებზეც მთელი მსოფლიოა აგებული, ევროპის უსაფრთხოებისთვის, მეზობლების უსაფრთხოებისთვის და ჩვენ ამ ყველაფერს გულით ვგრძნობთ." - თქვა სტერემ.
მან აღნიშნა, რომ კიევის რეგიონის დეოკუპირებულ დასახლებებში ვიზიტის დროს მან დღეს დაინახა "ომის სასტიკი, საშინელი შედეგები".
"ომი არასოდეს ყოფილა სასიამოვნო, მაგრამ ის, რაც დღეს ვნახეთ არის მსხვერპლი, ნგრევა - ეს შემზარავი ისტორიები ნანგრევებში დაღუპული ადამიანების შესახებ და რომლებიც გადარჩნენ - მამაკაცები, ქალები და ბავშვები. ამან აბსოლუტურად გამაოცა", - აღნიშნა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა.
1 ივლისს ნორვეგიამ განაცხადა, რომ უკრაინას 1 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარებას გადასცემს. კერძოდ, სამ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას.