ნოვა კახოვკაში რუსი პროპაგანდისტი ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა

26 აპრილს, ხერსონის ოლქში, დროებით ოკუპირებულ ნოვა კახოვკაში, 61 წლის კალინინგრადელი პროპაგანდისტი სერგეი ტვეტინსკი ნაღმზე აფეთქდა და გარდაიცვალა.

ამ ინფორმაციას ტელეგრამის არხი Информационное сопротивление და ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის საზოგადოებრივი საბჭოს ხელმძღვანელი სერგეი ბრაჩუკი ავრცელებენ.

ტვეტინსკი ხერსონის ოლქში პარტია "სამართლიანი რუსეთი - სიმართლისთვის" ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელი იყო.

Информационное сопротивление-ს ცნობით, ის ასევე იყო კალინინგრადის ოლქის ადვოკატთა პალატის წევრი, თუმცა მან 2022 წლის 22 ივლისიდან ადვოკატის სტატუსი შეიჩერა და მთლიანად გადაერთო პროპაგანდასა და პარტიულ მუშაობაზე.

თავის ტელეგრამის არხზე ტვეტინსკიმ გამოაქვეყნა ფოტოები და ვიდეოები დროებით ოკუპირებული ხერსონის რეგიონიდან.

ბოლო პოსტი ტვეტინსკის Telegram-ზე 26 აპრილის, დილით გამოქვეყნდა. 

რუსული გამოცემები წერენ, რომ გარდაცვლილ პროპაგანდისტს ხერსონის რაიონში დარჩენა და იქ მოღვაწეობა სურდა.

მსგავსი სიახლეები