ნოვოსიბირსკში ასობით სახლი გათბობის გარეშე დარჩა
ნოვოსიბირსკში გათბობის სისტემაში მომხდარი ავარიის შედეგად, რამდენიმე ასეული სახლი გათბობისა და ცხელი წყლის გარეშე დარჩა.
"თბომომარაგების პარამეტრები შემცირდა მთელ მარცხენა სანაპიროზე, მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების გადატვირთვისა და სითბოს მიწოდების პროცესი. ამ დროისთვის 400-მდე სახლში აღდგენიალია მიწოდება," - განაცხადა ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ოლეგ კლემეშოვმა 11 იანვარს.
ქალაქის ხელისუფლების ცნობით, ლენინსკის რაიონში მილსადენზე მომხდარი ავარიის გამო 124 საცხოვრებელი კორპუსი და 10 სოციალური დაწესებულება კვლავ რჩება გათბობისა და ცხელი წყლის გარეშე. მერიაში განაცხადეს, რომ ლენინსკისა და კიროვსკის რაიონებში 13 სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. კიდევ 9 სკოლაში პირველ ცვლაში გაკვეთილები შემცირდა.
წლის მიმწოდებელი კომპანიის ცნობით, ავარიის შედეგების ლიკვიდაციის სამუშაოების დასრულება 11 იანვრის საღამოს იგეგმება. ნოვოსიბირსკში ჰაერის ტემპერატურა ხუთშაბათს დღის განმავლობაში დაახლოებით -15 გრადუსია, ღამით -20-ზე დაბლა დაეცემა.
როგორც Telegram-ის არხი ციმბირის ექსპრესი აღნიშნავს, ნოვოსიბირსკის ლენინსკის რაიონში გათბობის მთავარ ქსელზე ავარია მოხდა, რის შედეგადაც საცხოვრებელი კორპუსებისა და სხვა შენობების გათბობითა და ცხელი წყლით მომარაგება შეწყდა, ქუჩები წყლით დაიტბორა. რეგიონული მთავრობა აცხადებს, რომ "სიტუაცია საბინაო-კომუნალური მომსახურებისა და ენერგეტიკის სამინისტროს კონტროლს ექვემდებარება."
მსგავსი ავარიები ბოლო კვირებში რუსეთის რამდენიმე რეგიონში მოხდა. ყველაზე დიდი რეზონანსი იანვრის დასაწყისში მოსკოვის რეგიონში გათბობის მაგისტრალზე მომხდარმა ავარიამ გამოიწვია, რის შედეგადაც პოდოლსკში დაახლოებით 20 ათასი ადამიანი გათბობის გარეშე დარჩა.