ნულანდი: სანქციებს შევამსუბუქებთ, თუ რუსეთი უკრაინიდან ჯარებს გაიყვანს
ვიქტორია ნულანდის თქმით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შემსუბუქების წინაპირობა მთელი უკრაინიდან ჯარების გაყვანა და მოლაპარაკებებთან დაკავშირებით სერიოზული დამოკიდებულებაა.
ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა სენატში გამოსვლისას განაცხადა.
"იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი მზად იქნება დაიწყოს სერიოზული მოლაპარაკებები, გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და დააბრუნოს ტერიტორიები, ცალსახად დავუჭერდი მხარს სანქციების შემსუბუქებას. ვფიქრობ იმავეს იზამდა სახელმწიფო მდივანი ბლინკენიც",- განაცხადა ნულანდმა.
აღნიშნული საუბარი წარმომადგენელთა ზედა პალატაში სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნების მოსმენის ფარგლებში შედგა. შეხვედრის მთავარი თემაც უკრაინაში მიმდინარე ომი და კონფლიქტის შესაძლო დასარული იყო.
ნულანდის თქმით, კრემლს ჯერ კიდევ არ უთქვამს უარი თავის გეგმაზე დაიპყროს მთელი უკრაინა და აქედან გამომდინარე რუსეთი არის განწყობილი სერიოზული მოლაპარაკებებისთვის.