NYP: ტრამპის გუნდში უკმაყოფილეობი არიან უიტკოფის მიდგომით რუსეთთან მიმართებით

ამერიკელი პრეზიდენტის გარემოცვაში სულ უფრო უკმაყოფილოები არიან სტივ უიტკოფის მიდგომით რუსეთთან მიმართებით - მათი აზრით უიტკოფი პროცესს არაპროფესიონალურად უდგება, რაც აფერხებს პროგრესს.

State Of Play: ინფორმაციას ამის შესახებ რესპუბლიკურ პარტიასთან დაახლოებული ტაბლოიდი New York Post ვითარებაში გაცნობიერებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

  • გამოცემის წყაროების ცნობით, ტრამპის გარემოცვაში უკმაყოფილოები არიან იმით, რომ უიტკოფი უმაღლესი დონის შეხვედრებში პრაქტიკულად მარტო მონაწილეობს და პერიოდულად კრემლის მიერ შეთავაზებული თარჯიმნების მომსახურებასაც იყენებს

  • მეორე მხარის მიერ შეთავაზებული თარჯიმნების მოლაპარაკებების პროცესში ჩართვა ამერიკული დიპლომატიის ძველ წესებს არღვევს. 

  • საყურადღებოა, რომ 25 აპრილს ვლადიმირ პუტინთან გამართულ რიგით მეორე შეხვედრაზე უიტკოფი მარტო იმყოფებოდა და მას მხოლოდ 2 თარჯიმანი ახლდა, მაშინ როდესაც რუსეთის დელეგაციას პუტინის გარდა მისი მრჩეველები იური უშაკოვი და კირილ დმიტრიევი წარმოადგენდნენ. 

Big Picture: გარდა ამისა, ტრამპის გარემოცვაში უიტკოფის სწრაფად მზარდ პორტფოლიოზე მიუთითებენ და ამბობენ, რომ მისთვის რთული იქნება ერთდროულად 3 დიპლომატიურ პროცესში იყოს შეერთებული შტატების მთავარი წარმომადგენელი. 

  • ამერიკელი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ უიტკოფი არ არის გაცნობიერებული კონფლიქტის მიზეზებში და მიდრეკილია გაიმეოროს პუტინისგან მოსმენილი თეზისები. 
  • რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით უიტკოფის მიმართ მზარდ უკმაყოფილებაზე გასულ კვირას წერდა საინფორმაციო სააგენტო Reuters.

Сontext: უძრავი ქონების მაგნატი და დონალდ ტრამპის უახლოესი მეგობარი, სტივ უიტკოფი თავდაპირველად ახლო აღმოსავლეთში პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა, თუმცა მოგვიანებით ის ამერიკის მხრიდან პუტინთან მომლაპარაკებელი მთავარი ფიგურა გახდა. 

  • უიტკოფი საჯაროდ გააკრიტიკა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც და განაცხადა, რომ ამერიკელმა დიპლომატმა რუსეთის სტრატეგია მიიღო. 

 

მსგავსი სიახლეები