ოდესის რეგიონში უკრაინელებმა 22 რუსული დრონი ჩამოაგდეს
3 სექტემბრის ღამეს რუსებმა ოდესის რეგიონის სამხრეთს 25 Shahed-136/131-ის დრონით შეუტიეს. უკრაინის საჰაერო ძალებმა 22 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.
ამ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.
დაზიანდა პორტის ინფრასტრუქტურა და დაშავდა ორი მშვიდობიანი მოქალაქე.
"2023 წლის 3 სექტემბრის ღამეს რუსმა დამპყრობლებმა შეტევის რამდენიმე ტალღა განახორციელეს Shahed-136/131-ის უპილოტო საფრენი აპარატებით სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან." - ვკითხულობთ განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, სულ 25 უპილოტო საფრენი აპარატი Shahed-136/131 დაფიქსირდა, რომლებიც ოდესის რეგიონის სამხრეთ რაიონებს დაესხნენ თავს.
22 დრონი უკრაინის საჰაერო ძალებმა, უკრაინის თავდაცვის ძალების სხვა კომპონენტების საჰაერო თავდაცვასთან თანამშრომლობით, გაანადგურა.