ოდესის სამხედრო ადმინისტრაცია: ოდესის სანაპიროზე დესანტის გადმოსხმის რისკი ნარჩუნდება
რუს ოკუპანტებს ოდესაზე თავდასხმის და დესანტის გადმოსხმის განზრახვა ისევ აქვთ. ამის შესახებ 14 მარტს ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერმა სერგეი ბრაჩუკმა Telegram-ზე განაცხადა.
"ჩვენ სულ იმაზე ვსაუბრობთ, რომ ოდესის სანაპიროზე ჯერ კიდევ არსებობს დესანტის გადმოსხმის რისკი. მტერი სასტიკი და ეშმაკია და თავდასხმა სურს. კეთილი იყოს მათი მობრძანება ჯოჯოხეთში, დაე, სცადონ დესანტირება, საჰაერო თუ სახმელეთო დარტყმები", - ნათქვამია განცხადებაში.
ბრაჩუკმა აღნიშნა, რომ ოდესაც და ოდესის რეგიონიც მზად არის რუსი დამპყრობლების მოგერიებისთვის.
13 მარტს სატელეფონო მარათონის დროს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსი ოკუპანტები უახლოეს მომავალში აპირებენ ოდესასა და ოდესის რეგიონში დესანტირებას.