ოკუპირებულ ბერდიანსკში რამდენიმე აფეთქება მოხდა
25 მაისს, საღამოს, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში, ზაპოროჟიეს რაიონში ძლიერი აფეთქება მოხდა. შესაბამისი კადრები ტელეგრამის არხმა БердянсЬк Сьогодні-მ გამოაქვეყნა.
უკრაინელმა სამხედრო ჟურნალისტმა, 1+1-ის კორესპონდენტმა ანდრეი ცაპლიენკომ ტელეგრამზე აღნიშნა, რომ აფეთქება ბერდიანსკის გარეუბანში მოხდა და ხანძრის ვიდეო გამოაქვეყნა.
შუაღამისას ბერდიანსკის სამხედრო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ეს იყო "უკრაინის შეიარაღებული ძალების ძალიან წარმატებული მუშაობა" და რუსების საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ვერ იმუშავეს.
ზაპოროჟიეს რეგიონში რუსმა კოლაბორაციონისტმა ვლადიმერ როგოვმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბერდიანსკზე "მასიური დარტყმა" განახორციელა და აფეთქების ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურები მუშაობენ.
ზოგიერთი ცნობით, საველე საბრძოლო მასალის საცავი დაიბომბა.