ოკუპირებულ ყირიმში რუსული ვერტმფრენი Mи-28 ჩამოვარდა, ორივე პილოტი დაიღუპა

ოკუპირებულ ყირიმში, ჯანკოის აეროდრომზე რუსეთის არმიის Ми28 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა, ორივე პილოტი ადგილზე დაიღუპა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ შემთხვევა სასწავლო-საწვრთნელი აფრენის დროს მოხდა, ვერტმფრენი არ ატარებდა საბრძოლო მასალას და ადგილზე მატერიალური ზიანი არ ფიქსირდება. 

შოიგუს უწყების განმარტებით კატასტროფის მიზეზი ტექნიკის გაუმართაობა გახდა. 

კონტექსტი 

Ми 28 მოიერიშე ვერტფმრენია, რომელიც რუსეთის არმიაში ღამის მონადირის სახელით არის ცნობილი. ვერტფმრენია განკუთვნილია დაჯავშნული და სხვა ტიპის სამხედრო ტექნიკის განადგურებისთვის. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ ცნობარში ნათქვამია, რომ დაბალსიჩქარიანი და დაბალ სიმაღლეზე მყოფი საფრენი აპარატების, ასევე ბრძოლის ველზე მყოფი ცოცხალი ძალის განადგურებისთვის

მასალა განახლებადია. 

მსგავსი სიახლეები