ოკუპირებული ბერდიანსკის პორტში ორი აფეთქება მოხდა
28 ივნისს აფეთქებები მოხდა ოკუპირებული ბერდიანსკის საზღვაო პორტში, ზაპოროჟიეს რეგიონში, იტყობინება ბერდიანსკის საქალაქო საბჭოს ოპერატიული შტაბი Telegram-ში.
"ბერდიანსკში ზედიზედ ორი ძლიერი აფეთქება გაისმა პორტში. თუ ვიმსჯელებთ იმაზე, თუ საიდან მოდის კვამლი და ის ფაქტი, რომ არ ყოფილა გაფრთხილება ოკუპანტების მხრიდან ნაღმების გაწმენდის შესახებ, სავარაუდოა, რომ ეს რაღაც "დაუგეგმავია", - ნათქვამია განცხადებაში.
ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება.
მოგვიანებით, РБК-Украина-მ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც საოკუპაციო ხელისუფლება ამტკიცებს, რომ აფეთქებები, სავარაუდოდ, ნაღმების გაწმენდის გამო მოხდა.
უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაებზე მსგავსი შემთხვევები ხშირად უკრაინელი პარტიზანების მიერ იგეგმება.