ომის ახალი ფაზა - ბაიდენი და მაკრონი საგანგებო სამიტს იწვევენ

აშშ-ს და საფრანგეთის პრეზიდენტები უკრაინაში ომის ახალი ფაზის დაწყების ფონზე საგანგებო სამიტს იწვევენ და სხვა დასავლური სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად იმსჯელებენ საკითხზე. 

ინფორმაციას ამის შესახებ BFMTV ელისეს სასახლეში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. 

არსებული ცნობებით დაგეგმილ თათბირში აშშ-ს და საფრანგეთის გარდა ჩაერთვებიან: გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, კანადის, იტალიის, პოლონეთის და რუმინეთის ლიდერებიც. 

გარდა ამისა ონლაინ შეხვედრას დაესწრება ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, ევროპული კომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი. 

____________________________________________

დღის მიწურულს როგორც უკრაინის პოლიტიკური და სამხედრო ლიდერები ამბობდნენ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ომის ახალი ფაზა დაიწყეს, რომლის მთავარი მიზანიც დონბასზე სრული კონტროლის დამყარებაა. 

რუსეთის შეიარაღებული ძალები ამისთვის რამდენიმე კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ, გადაჯგუფებისა და გადახალისების შემდეგ, არსებული ინფორმაციით ადგილზე მობილიზებული დაახლოებით 70 ბატალიონ-ტაქტიკური დაჯგუფება. 

სამხედრო ექსპერტების აზრით, ოკუპანტების მთავარი ამოცანა დონბასში გამაგრებული უკრაინის არმიის ნაწილების ალყაში მოქცევა და მათი განადგურებაა. 

ბოლო მონაცემებით დონბასში გამაგრებულია უკრაინის შეიარაღებული ძალების დაახლოებით 44 ათასიანი დაჯგუფება, რომელიც ქვეყნის ყველაზე გამოცდილ, კარგად გაწვრთნილ და ბრძოლისუნარიან დანაყოფად ითვლება. 

ომის ახალი ფაზის კონტექსტში ვითარება გამწვავდა არამხოლო აღმოსავლეთ უკრაინაში, არამედ სამხრეთ მიმართულებითაც, სადაც რუსებს აქამდე ყველაზე ხელშესახები წარმატებები ჰქონდათ. 

მსგავსი სიახლეები