ომის გაკრიტიკებისთვის რუსი სასულიერო პირი 3 წლით დაიჭირეს
იოან კურმოიაროვი რუსი მღვდელია, რომელიც უკრაინაში კრემლის მიერ დაწყებულ ომს ქრისტიანული მორალის პერსპექტივიდან აკრიტიკებდა, რის გამოც, სასამართლომ, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ამ ინფორმაციას, სააგენტო Nexta ავრცელებს.
ოფიციალური ბრალდება, რუსეთის არმიის შესახებ შესახებ "ტყუილის" გავრცელებაა.
ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ რუსეთის პროკურატურა უფრო მკაცრ სასჯელს, სასულიერო პირის 7 წლით ციხეში გაშვებას ითხოვდა.
ომის დაწყების შემდეგ, კურმოიაროვმა იუთუბზე არხი - "ვირტუალური მართლმადიდებლური სამრევლო" გააკეთა, სადაც თავის მოსაზრებებს ავრცელებდა.
"ვინ წავა სამოთხეში და ვინ ჯოჯოხეთში"- სწორად ეს ვიდეო გახდა მისი დაკავების მიზეზი, რომელიც სასულიერო პირმა, საკუთარ არხზე გაავრცელა, სადაც მიმდინარე ომზე ისაუბრა.
პეტერბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება დღეს მიიღო.