ორბანმა დაბლოკა ევროკავშირის 27 ქვეყნის დეკლარაცია უკრაინის შესახებ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ შეუშალა ხელი უკრაინის შესახებ ევროკავშირის 27 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურების ერთობლივი დეკლარაციის მიღებას. ამის შესახებ მან Twitter-ზე 20 მარტს დაწერა.
"ვეტო! კმარა! ჩვენ უნგრელ ხალხს ვკითხავთ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ამ მომენტამდე ჩვენ არ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ რაიმე საერთო პოზიციას ამ საკითხზე," - აღნიშნა უნგრეთის პრემიერმა.
დეკლარაცია ევროკავშირის წევრი 26 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურმა გამოაქვეყნა. ქვეყნებმა, რომლებმაც ხელი მოაწერეს დეკლარაციას, მოითხოვეს "დაუყოვნებლივ გაძლიერდეს ძალისხმევა უკრაინის გადაუდებელი სამხედრო და თავდაცვის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად."
ასევე აღინიშნა ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ინიციატივა, რომელიც 2025 წელს უკრაინისთვის საარტილერიო ჭურვებისთვის 5 მილიარდი ევროს გამოყოფას ითხოვს.
"ევროკავშირი ინტენსიურად დაუჭერს მხარს უკრაინის ძალისხმევას ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე რეფორმების გასატარებლად," - ნათქვამია დოკუმენტში.
Politico-მ 4 მარტს დაწერა, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ ხელი შეუშალა უკრაინისთვის 20 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებას.