ორბანმა ომის დასასრულებლად ტრამპის "გეგმებზე" ისაუბრა: ის არც ერთ ცენტს არ გასცემს
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თქვა, რომ დონალდ ტრამპს აქვს "საკმაოდ დეტალური გეგმები" უკრაინაში ომის დასასრულებლად და არ აპირებს უკრაინისთვის "არც ერთი ცენტის" გამოყოფას რუსეთის აგრესიასთან საბრძოლველად.
ამის შესახებ ორბანმა ტელეკომპანია M1-თან ინტერვიუში განაცხადა.
ორბანმა თქვა, რომ ტრამპს აქვს "საკმაოდ დეტალური გეგმები," თუ როგორ დაასრულოს რუსეთ-უკრაინის ომი და მისი გეგმები ემთხვევა უნგრეთის ინტერესებს.
"მას აქვს ძალიან მკაფიო ხედვა, რაშიც ძნელია არ დაეთანხმო. ის ამბობს შემდეგს: ჯერ ერთი, უკრაინა-რუსეთის ომში არც ერთ ცენტს არ გასცემს. ამიტომ ომი დასრულდება, რადგან აშკარაა, რომ უკრაინა ვერ გაძლებს საკუთარ ფეხზე. თუ ამერიკელები ევროპელებთან ერთად ფულს და იარაღს არ მისცემენ, მაშინ ომი დასრულდება. და თუ ამერიკელები ფულს არ გასცემენ, მაშინ ევროპელები თავად ვერ დააფინანსებენ ამ ომს და მაშინ ომი დასრულდება." - აღნიშნა მან.
ორბანის თქმით, საქმე იმაშია, რომ ამერიკას არ სურს ევროპის უსაფრთხოების დაფინანსება.
"თუ ევროპელებს ეშინიათ რუსების ან ზოგადად უნდათ, რომ ჰქონდეთ უსაფრთხოების მაღალი დონე, უნდა გადაიხადონ ამოსთვოს. ან შექმნან საკუთარი არმია, საკუთარი აღჭურვილობა, ან თუ ამისთვის ამერიკელებს გამოიყენებენ, გადაუხადონ ამერიკელებს. ფასი, უსაფრთხოების ფასი, ამიტომ ის (ტრამპი - რედ.) პირდაპირ და გარკვევით საუბრობს," - განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ტრამპი "იყო პირველი პრეზიდენტი დიდი ხნის განმავლობაში, რომელსაც ომი არ დაუწყია თავისი ვადის განმავლობაში."
"ჩვენ ვიცით მის შესახებ, მისი პრეზიდენტობიდან ვიცით, რომ ის არის მშვიდობის ადამიანი. და ის ახლა არ მალავს თავის შეხედულებებს, მან ნათლად აჩვენა, რომ მისი მიზანია მშვიდობის დამყარება რუსეთ-უკრაინის ომში. გვსურს ცეცხლის სწრაფად შეწყვეტა. ჩვენ გვსურს ამ ომის სწრაფად დასრულება, რომელიც ნელ-ნელა დასასრულს უახლოვდება. მე ვერ ვხედავ სხვას, ვისაც აქვს ამის მეტი მონდომება და ძალა, ვიდრე დონალდ ტრამპმა," - თქვა ორბანმა.
8 მარტს დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში ვიქტორ ორბანს უმასპინძლა.
"ვიქტორ ორბანზე უკეთესი, ჭკვიანი ან უკეთესი ლიდერი არ არსებობს. ის ფანტასტიკურია," - უთხრა ყოფილმა პრეზიდენტმა ფლორიდის კურორტზე კონცერტზე შეკრებილ ხალხს, როგორც ეს ნაჩვენებია ორბანის ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ვიდეოების სერიაში.
ტრამპმა დაამატა, რომ ევროპელი ლიდერი არის "არასადავო ფიგურა, რადგან მან თქვა: 'ეს ასე იქნება' და ამით დამთავრდება, არა? ის არის ბოსი და ... ის შესანიშნავი ლიდერია, ფანტასტიკური ლიდერი. ევროპასა და მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ."
ტრამპმა მის ვიზიტს "პატივი" უწოდა და მიანიშნა, რომ 2021 წელს თეთრი სახლის დატოვების შემდეგ, ისინი ურთიერთობას აგრძელებდნენ.
სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ერთ კლიპში, ორბანი ჩანს კონცერტზე, სადაც ყოფილ პირველ ლედის, მელანია ტრამპს ყვავილების დიდ თაიგულლს აწვდის როი ოსბორნის სიმღერის, "Oh, Pretty Woman"-ის ფონზე.