ოსლოში თალიბანსა და დასავლეთის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა შედგა
24 იანვარს თალიბანის დელეგაცია ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში დასავლური სამთავრობო და ჰუმანიტარული ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრები, რომლებიც ავღანეთში ჰუმანიტარულ კრიზისს და ადამიანის უფლებების მდგომარეობას შეეხება, სამ დღეს გასტანს.
გაეროს ანგარიშით, წელს ავღანეთის მოსახლეობის 55 %-ს შიმშილობა მოელის.
ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევის მიზეზით თალიბანის წარმომადგენლები აშშ-ში გაყინულ აქტივებზე წვდომას მოითხოვენ.
„პოლიტიკური დისკურსის გამო ჩვეულებრივი ავღანელები არ უნდა დაისაჯონ“, - განაცხადა თალიბანის დელეგაციის ხელმძღვანელმა შაფიულა აზამმა.
ტერორისტულ ორგანიზაცია თალიბანთან შეხვედრას, რომელიც გასული წლის აგვისტოს შემდეგ ავღანეთს სრულად აკონტროლებს, წინააღმდეგობრივი რეაქციები მოჰყვა.
ოსლოში გამართულ დემონსტრაციაზე ერთ-ერთმა აქტივისტმა განაცხადა, რომ თალიბანთან შეხვედრა „ავღანელების, ვინც [ტერორიზმის გამო] ოჯახის წევრები დაკარგეს, დაცინვას“ უდრიდა. „ტერორისტებს არ ელაპარაკებიან“, - განაცხადა მან.