რუსეთმა გააუქმა თალიბანის აკრძალვა და დაჯგუფება ექსტრემისტების რეესტრიდან ამოიღო

რუსეთის უმაღლესმა სასამართლომ გააუქმა თალიბანის საქმიანობას დაწესებული აკრძალვა, რომელიც 2003 წლიდან მოქდებდა და ამოიღო დაჯგუფება ექსტრემისტული და ტერორისტული ორგანიზაციების რეესტრიდან. 

State Of Play: გადაწყვეტილება მოსამართლე ოლეგ ნეფედოვმა მიიღო, რომელმაც რამდენიმე თვით ადრე რუსეთში LGBT მოძრაობა აკრძალა და ექსტრემისტული დაჯგუფებების ნუსხაში შეიყვანა. დახურულ რეჟიმში გამართულ სხდომას ესწრებოდა თალიბანის წარმომადგენელი. გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი გამოცხადების მომენტიდან. 

  • სასამართლოს წინ უძღოდა გენერალური პროკურატურის საჩივარი, რომელიც თალიბანის საქმიანობაზე დაწესებული აკრძალვის გაუქმებას ითხოვდა - გასულ თვეებში მსგავსი დირექტივები გასცა უშუალოდ ვლაიდიმირ პუტინმა და შინაგან საქმეთა და იუსტიციების სამინისტროებმა. 
  • თალიბანი ტერორისტული ორგანიზაციების რეესტრში რუსეთმა 2003 წლიდან შეიყვანა, ამ დროის განმავლობაში ოფიციალურ დონეზე რუსეთის ტერიტორიაზე იკრძალებოდა დაჯგუფების საქმიანობა, თუმცა წლების განმავლობაში რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირები თალიბებთან კომუნიკაციას ინარჩუნებდნენ, დაჯგუფების ლიდერები ხშირად სტუმრობდნენ რუსეთსაც. 

Big Picture: 2021 წლის აგვისტოში ავღანეთში ძალაუფლების აღების შემდეგ თალიბანსა და რუსეთს შორის კონტაქტებმა ინტენსიური და ოფიციალური ხასიათი შეიძინა. 

  • გასული წლის ნოემბერში ქაბულში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა რუსეთის უსაფთხოების საბჭოს მდივანმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ კრემლი თალიბანის მთავრობის აღიარებას გეგმავს. 

  • 2016-2025 წლებში თალიბანთან დაკავშირებული აქტივობების გამო რუსეთის 20 მოქალაქე დააჯარიმეს, 6 ადამიანი ადმინისტრაციულ პატიმრობაში აღმოჩნდა, ხოლო კიდევ 6 სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტი აღმოჩნდა.

მსგავსი სიახლეები