ოსტინი: რუსეთი ბირთვული არსენალის გაფართოებასა და მოდერნიზებაზე მუშაობს

ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა 9 დეკემბერს, აშშ-ს სტრატეგიული სარდლობის ხელმძღვანელობის შეცვლის ცერემონიაზე განაცხადა, რომ რუსეთი ბირთვული არსენალის მოდერნიზებაზე და გაფართოებაზე მუშაობს.

მისი გამოსვლის ტექსტი პენტაგონის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

"აშშ არის ახალი ეტაპის ზღვარზე, რომელშიც ჩვენ პირველად დავუპირისპირდებით ორ მთავარ ბირთვულ ძალას, როგორც სტრატეგიულ კონკურენტებს. ჩინეთი თავის ბირთვულ ძალებს აფართოებს, მის მოდერნიზებას და დივერსიფიკაციას ახდენს. რუსეთი ასევე აგრძელებს ბირთვული არსენალის მოდერნიზებასა და გაფართოებაზე. და სანამ კრემლი აგრძელებს სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მთელი მსოფლიო ხედავს, რომ პუტინი ღრმად უპასუხისმგებლო ბირთვულ მუქარას აგრძელებს", - თქვა ოსტინმა.

ამერიკის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ ბირთვულ სახელმწიფოებს დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, თავიდან აიცილონ პროვოკაციული ქმედებები, შეამცირონ ბირთვული იარაღის გავრცელების რისკი, თავიდან აიცილონ ესკალაცია და ბირთვული ომი.

მსგავსი სიახლეები