პარიზის მერმა ან იდალგომ სოციალისტური პარტიის პრაიმერი მოიგო

პარიზის მერი ან იდალგო 2022 წელს საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე სოციალისტური პარტიის კანდიდატი იქნება.

იდალგომ პარტიის წევრების 72%-ის მხარდაჭერა მიიღო. მან ლე მანის მერი და სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი სტეფან ლე ფოლი დაამარცხა.

ან იდალგო უკვე 7 წელია პარიზის მერია. ის ცნობილი მწვანე პოლიტიკით, სენის სანაპიროების ფეხით სასეირნო სივრცედ ქცევით, ველობილიკების გაყვანით და ავტომობილების შეზღუდვით გახდა.

საზოგადოებრივი აზრის კვლევებით იდალგოს მოსახლეობის 5% უჭერს მხარს.

 

 

მსგავსი სიახლეები