პარიზში ანტი-ვაქსერების აქცია პოლიციამ დაშალა

პარიზში სავალდებულო ვაქცინაციის საწინააღმდეგო აქციაზე ერთმანეთს პოლიცია და ანტი-ვაქსერები დაუპირისპირდნენ. დაკავებულია 9 ადამიანი.  

Associated Press-ის ცნობით აქციას 160 000 დემონსტრანტი შეუერთდა. ისინი პრეზიდენტ მაკრონის მიერ დაანონსებულ “კოვიდ პასპორტებს” აპროტესტებდნენ, რომელშიც ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ ან ბოლო დღეებში ჩატარებული ტესტის ნეგატიური პასუხი იქნება. აღნიშნული დოკუმენტი საჭირო იქნება რესტორნებში, ბარებში და სხვა მსგავს დაწესებულებებში შესასვლელად. 

დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

სხვა მოთხოვნებთან ერთად მაკრონის ინიციატივა ჯანდაცვის სისტემაში დასაქმებული ყველა ადამიანის სავალდებულო ვაქცინაციასაც მოიცავს.

 

 

მსგავსი სიახლეები