პატრიარქი კირილი: ყაზახეთი ისტორიული რუსეთის ტერიტორიაა
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ყაზახეთში მშვიდობისთვის ლოცვა აღავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას მოსკოვის საპატრიარქო ავრცელებს.
პატრიარქმა საბჭოთა პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ყაზახეთი ოდესღაც "ერთიანი, უზარმაზარი ქვეყნის" და "ისტორიული რუსეთის" ნაწილი იყო.
"ყველამ ვიცით, რომ ოდესღაც ჩვენი ერთიანი, უზარმაზარი ქვეყნის ტერიტორიაზე, ურთულესად ვითარდება მოვლენები. ადამიანები ერთმანეთს უმძიმეს სამოქალაქო კონფლიქტში დაუპირისპირდნენ, იღვრება სისხლი. ეს ხდება ძალიან ახლოს, ისტორიული რუსეთის ტერიტორიაზე, ამიტომ ჩვენ არ შეგვიძლია სისხლისღვრას და დაპირისპირებას გულგრილად ვუყუროთ. დღეს შეძლებისდაგვარად ვლოცულობდი, რომ უფლის წყალობით, ყაზახი ერის შიდა დაპირისპირება დასრულდეს." - თქვა რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღვარმა.
------------------------------------------------------------------
ყაზახეთში რამდენიმე დღეა ანტი-სამთავრობო აქციები მიმდინარეობს. ქვეყანაში ОДКБ-ს [კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია] სამხედრო ძალები შევიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეტაკებებში 12 პოლიციელი დაიღუპა, 353 კი დაშავდა. დაკავებულია 2000-ზე მეტი დემონსტრანტი.