პატრუშევი: უახლოეს მომავალში აშშ დეფოლტს გამოაცხადებს
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის, ნიკოლაი პატრუშევის თქმით, აშშ-ს უახლოეს მომავალში დეფოლტი ელოდება.
პატრუშევი ამბობს, რომ აშშ-ს სახელმწიფო ვალმა 30 ტრილიონ დოლარს მიაღწია და მისი ვარაუდით ამგვარი დინამიკის გათვალისწინებით მაღალია შანსი, რომ განჭვრეტად მომავალში ვაშინგტონს ვალის მომსახურებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას.
"შედეგად ვაშინგტონი გამოაცხადებს დეფოლტს, როგორც ეს მათ უკვე გააკეთეს რუსეთის წინაშე აღებულ ვალდებულებებთან დაკავშირებით. სხვადასხვა სახელმწიფოებს დოლარსა და ევროში ნომინირებული აქტივები უბრალოდ მოპარული აღმოჩნდება",- ამბობს ნიკოლაი პატრუშევი.
პატრუშევმა მსოფლიოში ინფლაციის პრობლემაზეც ისაუბრა - მისი თქმით, ეს დასავლეთის სახელმწიფოების მიერ პანდემიის პერიოდში ეკონომიკის სტიმულირების მასშტაბურ ფინანსურ პაკეტებს უკავშირდება.