პატრუშევის თქმით ჯერ არ მიუღწევიათ მიზნისთვის და ამ კონტექსტში ოდესაზე საუბრობს

ნიკოლაი პატრუშევის თქმით, რუსეთი ჯერ მხოლოდ უახლოვდება უკრაინის წინააღმდეგ ომში გამარჯვებას, ხოლო ოდესის მომავალი არ არის დაკავშირებული კიევთან - ამის შესახებ ვლადიმირ პუტინის თანაშემწემ და გავლენიანმა ძალოვანი ტრამპის ადმინისტრაციის მიერ რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში გადამწყვეტი ფაზის ფონზე საუბრობს. 

State Of Play: ამის შესახებ პატრუშევმა რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთვის (ТАСС) მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, რუსეთის გამარჯვების კონტურები უკვე მკაფიოდ იკვეთება, თუმცა აქამდე გარკვეული რისკებიც არსებობს. 

  • "კაცობრიობა არჩევანის წინაშეა: ახალი სისხლისმღვრელი სასაკლაო ან სამართლიანი მსოფლიო წესრიგი"- ამბობს პატრუშევი. 
  • პუტინის თანაშემწის აზრით, სამართლიანი გლობალური წესრიგის დასამყარებლად საჭიროა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეფორმირება იმგვარად, რომ ახალ სისტემაში მთელი მსოფლიო თანამეგობრობის ინტერესები იყოს გათვალისწინებული. 

Big Picture: ცალკეული კითხვების ბლოკი დაეთმო რუსეთისა და შეერთებული შტატების ურთიერთობებს. ჟურნალისტი დაინტერესდა შესაძლოა თუ არა, რომ ამერიკასა და უკრაინას შორის მიმდინარე იშვიათი მინერალების შეთანხმებაში განხილვის საგანი უკრაინის პორტებიც გახდეს. 

  • "ვვარაუდობ, რომ ოდესას და მისი მაცხოვრებლების სრულ უმრავლესობას არაფერი აქვს საერთო კიევურ რეჟიმთან. უკრაინის რეგიონის მაცხოვრებლებს მათ შორის, შავი ზღვისპირეთში უნდა ჰქონდეთ უფლება თავად განსაზღვრონ მათი მომავალი"- ამბობს პატრუშევი. 

  • პატრუშევის თქმით, უკრაინასთან მოლაპარაკებები შეუძლებელია და ამის მაგალითად შავ ზღვაში ნაოსნობის კუთხით შექმნილი ვითარება დაასახელა. 

  • გარდა ამისა, პატრუშევმა ევროპული სახელმწიფოები კონფლიქტის ესკალაციის სურვილსა და "ნაცისტების" მიმართ სიმპათიებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი კალინანგრადის ოლქის ოკუპაციის გეგმებს ამუშავებს

Context: პატრუშევის ინტერვიუ რუსეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მიმდინარე დიპლომატიური პროცესის გადამწყვეტ ფაზას ემთხვევა. ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, უახლოეს კვირაში პროგრესის არარსებობის შემთხვევაში ვაშინგტონი შეწყვეტს მედიაციას. 

  • 28 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გამოაცხადა შეთანხმების პირობები, რომელიც კვლავ მოიცავს უკრაინის "დენაციფიკაციას და დემილიტარიზაციას" და ასევე 5 ოკუპირებული რეგიონის რუსეთის ტერიტორიად აღიარებას. 

  • ამერიკული ადმინისტრაციიდან გაზრდილი კრიტიკის ფონზე ვლადიმირ პუტინმა 9 მაისისადმი მიძღვნილი 3-დღიანი ზავი გამოაცხადა. 

მსგავსი სიახლეები