დენაციფიკაცია და დემილიტარიზაცია - რუსეთმა დარეგულირების "პირობები" წარადგინა

სერგეი ლავროვმა უკრაინასთან კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისთვის კრემლის "პირობები" საჯაროდ გამოაცხადა - სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ რუსეთის მოთხოვნები არ შეცვლილა, საუბარია "უკრაინის დენაციფიკაციასა და დემილიტარიზაციაზე."

State Of Play: ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბრაზილიურ გამოცემა O Globo-სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა, რომლის თარგმანიც МИД-ის საიტზე გამოქვეყნდა. ლავროვის მიერ წარდგენილი მოთხოვნები სულ ცოტა რამდენიმე პუნტქში წინააღმდეგობაში მოდის ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ სამშვიდობო გეგმასთან

  • ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე, თუ რა პირობებზე იქნება რუსეთი თანახმა დაიწყოს მშვიდობიანი მოლაპარაკებები ლავროვი პასუხობს, რომ "რუსეთის პოზიცია ამ საკითხზე კარგადაა ნაცნობი." 

  • 27 აპრილს ტელეარხ ABC-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ლავროვმა უარყო, რომ ამერიკელ კოლეგებთან ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგურის საკითხი განიხილებოდა, რაც დასავლური მედიების ცნობით, ტრამპის გუნდის მიერ შემუშავებული სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი პუნქტია. 

  • ტრამპის მიერ ინიცირებული სამშვიდობო პროცესის შემდეგ გასული 2 დღის განმავლობაში რუსეთის წარმომადგენლებმა პირველად გააჟღერეს მკაფიოდ ფორმულირებული მოთხოვნები

 რუსეთის მოთხოვნები: 

  • უკრაინის უბლოკო და ნეიტრალური სტატუსი, უარი ნატოში გაწევრიანებაზე;
  • ყირიმის, ხერსონის, ზაპორიჟიის, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების რუსეთის ტერიტორიებად საერთაშორისო აღიარება - ამ პუნტქს ლავროვმა იმპერატივი უწოდოა;

  • უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია;

  • სანქციების გაუქმება და რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივების დაბრუნება;

Big Picture: ლავროვის მიერ გაჟღერებული მოთხოვნები როგორც მინიმუმ რამდენიმე პუნქტში არსებითად ეწინააღმდეგება ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ სამშვიდობო გეგმას, რომელიც გასულ კვირას სტივენ უიტკოფმა ვლადიმირ პუტინს წარუდგინა. 

  • ამერიკულ გეგმაში საუბარია ყირიმის ანექსიის აღიარებაზე აშშ-ს მხრიდან, ხოლო დანარჩენი ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო აღიარებაზე.

  • წინააღმდეგობის კიდევ ერთი საკითხი ლავროვის მიერ გაჟღერებული უკრაინის დემილიტარიზაციაა, რომელზეც ამერიკელების მიერ მომზადებულ გეგმაში არაფერია ნათქვამი. 

  • უკრაინის დემილიტარიზაციაზე, ანუ არმიის ზომის შეზღუდვაზე საუბარი 2022 წლის გაზაფხულზე თურქეთის მედიაციით გამართული სამშვიდობო პროცესისას მიმდინარეობდა - პუტინი ამბობდა, რომ რუსეთი მზად იყო უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმებისთვის სტამბოლში შეთანხმებულ პარამეტრებზე დაყრდნობით. 

  • მიუხედავად ამისა, ტრამპის გუნდის მიერ მომზადებულ გეგმა არ ითვალისწინებს მსგავს ზომებს, მეტიც ვაშინგტონში ამბობენ, რომ უკრაინას როგორც სუვერენულ სახელმწიფოს უფლება აქვს ჰყავდეს ძლიერი არმია და თავდაცვის სექტორი. 

  • ტრამპის გეგმა არ ითვალისწინებს უკრაინაში უცხოური სამხედრო კონტინგენტების აკრძალვს, რასაც ამ დროისთვის ევროპული ქვეყნები განიხილავენ და რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება რუსეთი. 

  • გარდა ამისა, ტრამპის მიერ გეგმაში არაფერია ნათქვამი უკრაინის დენაციფიკაციაზე, რომელიც ლავროვის თქმით, 2014 წლის შემდეგ მიღებული რიგი კანონების გაუქმებით იქნება გამოხატული. 

Context: გასულ დღეებში თეთრ სახლსა და კრემლს შორის უთანხმოებები უფრო მკაფიო გახდა. მხოლოდ გასული 4 დღის განმავლობაში დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინის მიმართ 3 კრიტიკული განცხადება გაავრცელა, რომლებშიც ასევე საუბარი იყო სანქციების გამკაცრებაზე. 

  • გაზრდილი უთანხმოებების ფონზე, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ შესაძლებლობების ფანჯარა ღია დიდი ხნით არ დარჩება და პროგრესის არ არსებობის შემთხვევაში მომდევნო კვირიდან ვაშინგტონი გავა მედიაციის პროცესიდან. 

მსგავსი სიახლეები