პაველი: უკრაინას უნდა მივცეთ რაც ჭირდებათ, ნაკლები დახმარება ჩვენი დამარცხებაა
ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, დასავლეთის მხრიდან უკრაინის დახმარების შემცირება ომში რუსეთის გამარჯვების შანსებს გაზრდის.
ამის შესახებ პეტერ პაველმა იტალიურ Corriere della Sera-სთან ინტერვიუში განაცხადა.
"ჩვენ არ გვაქვს არანაირი სხვა არჩევანი გარდა იმისა, რომ მივცეთ უკრაინას ყველაფერი რაც ჭირდებათ სუვერინეტიტს აღსადგენად და საკუთარ საზღვრებზე კონტროლის დასაბრუნებლად ჭირდებათ. ნებისმიერი, უფრო მცირე დახმარება ჩვენი დამარცხების ტოლფასი იქნება",- ამბობს პეტერ პაველი.
ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, დარწმუნებულია, რომ ომში რუსეთის გამარჯვება შექმნიდა სახიფათო პრეცენდენტს. პაველის თქმით, მომდევნო წელი უკრაინისთვის კიდევ უფრო რთული იქნება.
"მოსახლეობისთვის ყოფნა რთული იქნება, ხოლო უკრაინის მხარდამჭერ ქვეყნებში ორჭოფობასთან ერთად გაიზრდება იმედგაცრუებაც. თავისთავად ეს შექმნის ვითარებას, რომელშიც კონტრიერიშის ტიპის ოპერაციების წარმოება არ იქნება მარტივი."
პაველი დასავლელ პარტნიორებს ახსენებს, რომ რუსეთის აწარმოებს უფრო მეტ საარტილერიო ჭურვს, ტანკს, მას აქვს ცოცხალი ძალის უფრო დიდი რესურსი და ასევე აწარმოებს მოლაპარაკებებს რამდენიმე ქვეყანასთან შეიარაღების შესყიდვის შესახებ.
"მიმდინარე წელი საკვანძოა, რათა უკრაინის წარმატების საფუძველი ჩაიყაროს, მომდევნო წელს ეს უფრო რთული იქნება."