პაველი: უკრაინაში ნატოს ჯარების მხარდამჭერი მისიით გაგზავნა ნორმებს არ დაარღვევს

ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, ნატოს ჯარების გაგზავნა უკრაინის ტერიტორიაზე მხარდამჭერი მისიებით არ დაარღვევს საერთაშორისო ნორმებს. 

პეტრ პაველმა ამის შესახებ ჩეხეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა.

ამასთანავე ჩეხეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ არსებობს სხვაობა საომარ მოქმედებებში მონაწილეობისა და მხარდამჭერი მისიებს შორის, რისი გამოცდილებაც ნატოს უკვე აქვს. 

"ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ყირიმის ანექსიისა და დონბასის ნაწილის ოკუპაციის შემდეგ, რომელიც დღევანდელთან შედარებით მცირე მასშტაბის მაგრამ მაინც აგრესია იყო, ნატოს წვრთნის პროგრამა უკრაინის ტერიტორიაზე გაგრძელდა. ამ ძალისხმევაში 15 ქვეყანა და 1000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა",- განაცხადა პაველმა. 

ჩეხეთის პრეზიდენტის თქმით, ამგვარი მხარდამჭერი მისიების ორგანიზება უკრაინის ტერიტორიაზე არ დაარღვევს არცერთ საერთაშორისო ნორმას. 

ჟურნალისტის კითხვაზე მხარს დაუჭერს თუ არა პირადად ნატოს ჯარების პირდაპირ ჩართულობას უკრაინის დასახმარებლად ქვეყნის ტერიტორიაზე პაველს უარყოფითად არ უპასუხია. 

"დანამდვილებით არ ვარ წინააღდეგი ამ საკითხზე დებატების გამართვის. მაგალითად, უკრაინელი ჯარისკაცების ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე წვრთნისა და ათასობით უკრაინელი სამხედროების ტრანსპორტირება ჩეხეთში ან პოლონეთში ნაცვლად უფრო ლოგიკური იქნება რამდენიმე ათეული ჩვენი ინსტრუქტორის გაგზავნა უკრაინის ტერიტორიაზე",- თქვა პაველმა. 

ჩეხეთის პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა რუსეთის მუქარების უკრაინის დასავლურ დახმარებასთან დაკავშირებით. 

"დღეს ჩვენ უკრაინის ვაწვდით არამხოლოდ მსუბუქ შეიარაღებას, არამედ ტანკებს და მალე მივაწვდით სამხედრო თვითმფრინავებსაც. ჩვენ, ასევე, ვაწვდით საშუალო რადიუსის ფრთოსან რაკეტებს და რუსეთის მუქარების მიუხედავად, ჯერჯერობით არ გვინახავს მათი შეტევა ნატოს წევრ ქვეყნებზე. რუსეთმა იცის, რომ ეს გაცილებით უფრო მძიმე დარღვევა იქნება, ვიდრე ის რასაც ამჟამად ჩადის",- ამბობს პეტრ პაველმა. 

კონტექსტი 

ჩეხეთის პრეზიდენტის კომენტარი ემანუელ მაკრონთან შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ გავრცელდა. 

27 თებერვალს ემანუელ მაკრონმა პარიზში ევროპელი ლიდერების შეხვედრის შემდეგ უკრაინის მხარდამჭერი ახალი ზომების შესახებ გამოაცხადა და რუსეთზე გამარჯვების მისაღწევად უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნაც არ გამორიცხა. 

მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ შეხვედრამდე 2 კვირით ადრე უკრაინაში ჯარების გაგზავნის წინადადების განხილვის თხოვნით წერილი საფრანგეთის გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა. 

უკრაინაში ჯარების გაგზავნის საკითხის განხილვა დაადასტურეს სხვა ლიდერებმაც, თუმცა მათი თქმით, ამ საკითხზე თანხმობა ჯერჯერობით არ არსებობს. 

 

მსგავსი სიახლეები