პეკინი უარყოფს რუსეთის ყირიმთან დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობის გეგმებს
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად უარყოფს ჩინური კომპანიების შესაძლო მონაწილეობას რუსეთისა და ანექსირებული ნახევარკუნძულის დამაკავშირებელი გვირაბის გეგმაში.
ამის შესახებ უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა ვან ვენბინბმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ამგვარი გეგმების შესახებ ინფორმაცია საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით 24 ნოემბერს Washington Post-მა გაავრცელა.
"ამ პუბლიკაციას არ აქვს რეალობასთან არანაირი კავშირი, მისი კომენტირება არ შემიძლია",- განაცხადა ვან ვენბინმა.
ყირიმთან დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობის გეგმა უარყო ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმაც - "მსგავსი პუბლიკაციის კომენტირებას არ ღირს."
კონტექსტი
უკრაინის სპეცსამსახურების მიერ აღმოჩენილი დოკუმენტაციის მიხედვით, კრემლში ყირიმთან დამაკავშირებელი ხიდის უსაფრთხოების საკითხზე ფიქრობენ და გვირაბის მშენებლობის შესახებ მოლაპარაკებების ჩინეთის სახელმწიფო სარკინოგზო სამშენებლო კომპანიასთან (CRCC) აწარმოებენ მოლაპარაკებებს.
წყაროს ცნობით, მოლაპარაკებები ოქტომბრის მიწურულს გაიმართა და ჩინურმა მხარემ გამოთქვა ნებისმიერი სირთულის საავტომობილო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მშენებლობის მზაობა ყირიმის რეგიონში.
ჟურნალისტების მიერ შესწვავლილ დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ ჩინური მხარე გვირაბის მშენებლობას მხოლოდ სრული კონფიდენციალურობის დაცვისა და კომპანიიის სახელის შეცვლის შემთხვევაში დათანხმდება.
ერთ-ერთ წერილში ნახსენებია, ჩინეთის ერთ-ერთი სახელმწიფო ბანკი, რომელიც მზად არის პროექტის დასაფინანსებლად რუბლებად კონვერტირებული დოლარები ყირიმში გადარიცხოს.
გაზეთის მიერ გამოკითხული ინჟინერი, რომელიც რამდენიმე მსხვილი გვირაბისა და სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ პროექტში მონაწილეობდა ამბობს, რომ გვირაბის მშენებლობა რუსეთს 5 მილიარდ დოლარამდე დაუჯდება.
ექსპერტების აზრით, რუსეთს გაუჭირდება გვირაბის მშენებლობის სწრაფად დასრულება - იმ ვადებში, რომ პროექტმა ომის მიმდინარეობაზე იქონიოს გავლენა.
"მოსკოვმა პროექტს გრძელვადიან ინვესტიციად განიხილავს, რომელიც უზრუნველყოფს უსაფრთხო კავშირს ანექსირებულ ნახევარკუნძულთან",- ნათქვამია პუბლიკაციაში.
სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთისა და ყირიმის დამაკავშირებელ ხიდზე 2 ზუსტი შეტევა მიიტანეს.