პერუს დაპატიმრებული პრეზიდენტი მექსიკას თავშესაფარს სთხოვს
პერუს პრეზიდენტმა პედრო კასტილიომ, რომელიც გადააყენეს, პოლიტიკური თავშესაფარი მექსიკას სთხოვა. ამის შესახებმ, მექსიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, 9 დეკემბერს განაცხადა.
სამინისტრომ აღნიშნა, რომ დეპარტამენტმა პერუს ხელისუფლებასთან კონტაქტი დაამყარა. მეხიკოში გამოთქვეს მოსაზრება, რომ კასტილიო, ცხადია, არის "ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების არაგონივრული გამოყენების მსხვერპლი, რაც პოლიტიკური ხასიათისაა".
პედრო კასტილოს, პერუს პარლამენტმა იმპიჩმენტი 7 დეკემბერს გამოუცხადა და რის შემდეგაც დააპატიმრეს. უზენაესმა სასამართლომ, წინა დღეს გამოაცხადა, რომ კასტილო, შვიდდღიანი წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს.
მექსიკის ელჩმა ლიმაში აღნიშნა, რომ მან შეძლო პედრო კასტილიოსთან კონტაქტის დამყარება პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში. მექსიკელი დიპლომატის თქმით, კასტილო თავს კარგად გრძნობს.
ამ საკითხზე, მექსიკის პრეზიდენტმა, მანუელ ლოპეს ობრადორმა განაცხადა, რომ პედრო კასტილო პერუს "ეკონომიკური და პოლიტიკური ელიტის მსხვერპლია". ობრადორიც და კასტილოც, მემარცხენე პოლიტიკოსები არიან.
კასტილიოს პრეზიდენტობიდან გადაყენების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი, მისი მოადგილე - დინა ბოლუარტე გახდა.