პესკოვი: ამერიკული Abrams-ები სხვა ტანკებთან ერთად დაიწვება

დმიტრი პესკოვი აშშ-ს მიერ უკრაინისთვის Abrams-ის ტიპის ტანკების შესაძლო გადაცემას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ამერიკული ტანკები სხვა ტანკებთან ერთად დაიწვეა. 

"ტექნოლოგიურ ასპექტში ეს ჩაფლავებისთვის განწირული გეგმაა და რაც მთავარია ეს არის იმ პოტენციალის გაზვიადება, რასაც ამერიკული ტანკები თითქოს უკრაინის არმიას შეჰმატებს",- თქვა პესკოვმა. 

მეტიც, კრემლის პრესსპიკერის თქმით, მის შეფასებებს სამხედრო ექსპერტებიც იზიარებენ, თუმცა მათი ვინაობა არ დააკონკრეტა. 

დმიტრი პესკოვი გერმანიის მხრიდან Leopard-ის ტიპის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა - "ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, ასეთი შეიარაღების გადაცემა პრინციპულად ვერაფერს შეცვლის, მაგრამ შეჰმატებს პრობლემებს უკრაინას და უკრაინელ ხალხს". 

კონტექსტი

გუშინ, 24 იანვარს ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი კიევისთვის Abrams-ის ტიპის ტანკების გადაცემას გეგმავს. მალევე ცნობილი გახდა, რომ ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება მრავალთვიანი განსჯის შემდეგ მიიღო გერმანიამაც. 

ტელეკომპანია ABC-ის ცნობით, რამშტაინის სამხედრო ბაზაზე გამართული შეხვედრის დროს დასავლელი მოკავშირეები უკრაინისთვის 100-მდე Leopard-ის მიწოდებაზე შეთანხმდნენ. 

მსგავსი სიახლეები