პესკოვი: მოსკოვი ელის, რომ კიევი მიიღებს უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას

მოსკოვი ელოდება როდის მიიღებს კიევi უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციას. ამას შესახებ კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რადიო "მაიაკის" ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კრემლი "მოელის, რომ კიევი მიიღებს მოსკოვის მოთხოვნებს და გააცნობიერებს იმ დე ფაქტო რეალურ მდგომარეობას, რომელიც არსებობს".

დამაზუსტებელ კითხვაზე, ეხება თუ არა ეს უკრაინის ტერიტორიულ დათმობებს, პესკოვმა უპასუხა: "ეს არ არის ტერიტორიული დათმობები. კიევმა უნდა აღიაროს დე ფაქტო სიტუაცია და ფხიზლად შეაფასოს იგი".

მსგავსი მოსაზრება გამოთქვა აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰენრი კისინჯერმა 23 მაისს დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას. ის თვლის, რომ უკრაინა მზად უნდა იყოს დათმოს თავისი ტერიტორიის ნაწილი რუსეთს სამშვიდობო მოლაპარაკებების დროს ომის დასასრულებლად.

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ ევროპის რამდენიმე პოლიტიკოსმა შესთავაზა უკრაინას სუვერენიტეტზე დათმობაზე წასვლა, რათა პუტინს "სახე გადაერჩინა".

"რუსეთის ფედერაციის მიმართ ნებისმიერი დათმობა ნიშნავს მინსკ-3-ს და, შესაბამისად, გადადებულ ომს... ჩვენ შეგნებულად არ დავთანხმდებით ამას რაიმე ფორმით," - აღნიშნა მან.

მსგავსი სიახლეები