პესკოვი: პუტინმა იცის საით მიჰყავს ქვეყანა

ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერის თქმით, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა დარწმუნებულია, რომ ყველაფერი კარგად იქნება და რუსეთი ყველა მიზანს მიაღწევს. 

ამის შესახებ დმიტრი პესკოვმა რუსეთის ახალგაზრდრულ ფორუმზე ისაუბრა. 

"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ გავიმარჯვებთ და მივაღწევთ ყველა მიზანს. ჩვენმა პრეზიდენტმა იცის საით მიჰყავს ქვეყანა. ჩვენ ყველა ვხედავთ თუ როგორი პოლიტიკური კონსენსუსი, როგორი მხარდაჭერის დონე აქვს ჩვენს პრეზიდენტს - მას მხარს უჭერს მთელი ქვეყანა, მე დარწმუნებული ვართ მას მხარს უჭერთ თქვენც, მას მხარს უჭერს ახალგაზრდობა, ყველა თაობა, ჩვენი ქვეყნის ყველა თაობა",- განაცხადა პესკოვმა. 

თავის გამოსვლაში პესკოვი ბუჩას სასაკლაოს თემასაც შეეხო და რუსული პროპაგანდის რამდენიმე ტყუილიც გაიმეორა - პესკოვმა ბუჩას სასაკლაოს დასავლელი პატრონების მიერ უკრაინელი პროვოკატორების ხელით მოწყობილი პროვოკაცია უწოდა. 

მსგავსი სიახლეები