პესკოვი: რუსეთის მომდევნო პრეზიდენტი პუტინისნაირი უნდა იყოს
დმიტრი პესკოვის თქმით, რუსეთის მომდევნო პრეზიდენტი ისეთივე უნდა იყოს როგორც პუტინია.
ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, რუსეთის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის (МГИМО) სტუდენტურ საინფორმაციო არხთან საუბარში განაცხადა.
სტუდენტის კითხვაზე თუ როგორი უნდა იყოს რუსეთის მომდევნო პრეზიდენტი პესკოვმა უპასუხა - "პუტისნაირი, ან სხვა მაგრამ პუტინის მსგავსი."
პესკოვის თქმით, პუტინი მარტივად გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, თუ კენჭისყრას გადაწყვეტს. "გულწრფელად მჯერა, რომ პუტინი კენჭს იყრის. ეჭვი არ მეპარება, რომ გაიმარჯვებს არჩევნებში, ეჭვი არ მეპარება, რომ ის მომავალშიც იქნება პრეზიდენტი."
კონტექსტი
ნოემბრის დასაწყისში პესკოვმა განაცხადა, რომ პუტინს მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
აგვისტოში New York Times-სთან საუბარში განაცხადა, რომ 2024 არჩევნებში პუტინი 90%-იანი მხარდაჭერით გაიმარჯვებს. პესკოვის თქმით, რუსეთში არ ტარდება არჩევნები ამ სიტყვის დასავლური გაგებით - კრემლის პრესპიკერის თქმით, რუსეთში არჩევნები უფრო მეტად ძვირადღირებული ბიუროკრატიაა.