პეტრეუსი: იმედია აშშ უკრაინას ATACMS-ს მიაწვდის, მას შეუძლია ომის დინამიკა შეცვალოს
შეერთებულმა შტატებმა უკრაინას შორ დისტანციაზე მოქმედი რაკეტები უნდა მიაწოდოს და F-16-ის გამანადგურებლების მიწოდება დააჩქაროს.
ამის შესახებ The Telegraph-თან ინტერვიუში CIA-ს ყოფილმა დირექტორმა, გენერალმა დევიდ პეტრეუსმა ისაუბრა.
მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა უნდა შეწყვიტოს კიევისთვის შორ დისტანციაზე მოქმედი ATACMS-ის რაკეტების გადაცემის წინააღმდეგობა, ამავდროულად სხვა დასავლელმა ლიდერებმა უკრაინის მიმართ შორი დისტანციის რაკეტებით მხარდაჭერა უნდა გაზარდონ.
როგორც პეტრეუსმა აღნიშნა, უკრაინას შეუძლია "ომის დინამიკა შეცვალოს," თუ ის მოახერხებს მომარაგების მარშრუტების გაწყვეტას ოკუპირებულ ყირიმის ნახევარკუნძულსა და რუსეთის მიერ დროებით დაკავებულ სხვა ტერიტორიებს შორის.
CIA-ს ყოფილი დირექტორის თქმით, ვაშინგტონი ძირს უთხრის უკრაინის ამ პერსპექტივებს ამ გადაწყვეტილების მიღების შეფერხებით, მათ შორის ATACMS-ის რაკეტებზე, რომლებიც უკრაინელებმა შეიძლება ამერიკული HIMARS-ის სარაკეტო სისტემებით გაისროლონ.
"იმედი მაქვს, რომ… შეერთებული შტატები ATACMS-ებს უზრუნველყოფს, რომელიც გააორმაგებს იმ დიაპაზონს, რაც ახლა გააჩნიათ," - თქვა პეტრეუსმა.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა შეძლებს მისთვის დაპირებული F-16-ების "უფრო ადრე მიღებას, ვიდრე მოსალოდნელია."