პირველი დაბრუნებული სოფელი და შეტევა 5 მიმართულებით - რა ვიცით ЗСУ-ს იერიშზე
"4 ივნისს ევროპის ნაციზმისგან გათავისუფლების დღემდე 2 დღით ადრე უკრაინამ როგორც ჩანს უკრაინის კონტრიერიში დაიწყო",- ამ ტექსტით გამოეხმაურა ბრიტანული The Economist ფრონტის მთელ ხაზზე უკრაინის შეიარაღებული ძალების გააქტიურებას.
როგორც მოსალოდნელი იყო უკრაინის იერიში ზაპორიჟიის ფრონტზე უფრო კონკრეტულად კი საკვანძო ქალაქ მელიტიპოლის ირგვლივ განვითარდა. უკრაინის მიზანია გახლიჩოს ფრონტის ხაზი და ოკუპირებული დონბასის ყირიმთან დამაკავშირებელი სახმელეთო ხაზი.
Economist-ის ცნობით, იერიში თავდაპიველად 2 კვირის წინ უნდა დაწყებული, თუმცა სხვადასხვა მიზეზებით გადაიდო. ამავე წყაროების ცნობით, 4 ივნისს დაწყებული შეტევები მართლაც მოასწავებს უკრაინის იერიშის დასაწყისს, თუმცა უკრაინის საუკეთესო დანაყოფები ჯერ კიდევ არ გამოჩენილან ბრძოლის ველზე.
არსებული ინფორმაციით, შეტევა ქალაქ დონეცკის დასავლეთით მდებარე დასახლება ველიკა ნოვასილკაზე თავდასხმით დაიწყო. ე.წ. ДНР-ის როსგვარდიის უფროსის მოადგილე, ალექსანდრ ხოდაკოსვკი წერს, რომ მალევე განვითარდა უკრაინის შეტევა ნოვო დონეცკის მიმართულებით, რომელიც ნოვოსილკადან 12 კილომეტრით არის დაშორებული.
ხოდაკოვსკი წერს, რომ აღნიშნულ შეტევაში უკრაინის მცირე ძალები მონაწილეობდნენ და ოპერაციაში სულ 10 ჯავშანმანქანა იყო ჩართული. ხოდაკოვსკის ცნობით, უკრაინელებმა შეძლეს ოკუპანტების საკომუნიკაციო სისტემის წყობიდან გამოყვანაც.
ცოტა ხნის წინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან დაახლოებულმა ტელეგრამ არხმა Рыбарь-მა დაადასტურა სოფელ ნოვო დონეცკის დაკარგვა. "ვრემიევკოეს შვერილიდან აღმოსავლეთით ЗСУ-ს ჯავშანდაჯგუფებამ შეძლო ჩვენი ძალების განდევნა სოფლიდან",- წერს რიბარი.
რუსული წყაროები ასევე იუწყებიან, რომ შეტევაში უკრაინამ პირველად გამოიყენა Leopard 2-ის ტიპის ტანკები. ბოლო მონაცემებით გათავისუფლებულ სოფელში გამაგრებულია ამ ტიპის 2 ტანკი და 5 სხვა ჯავშანტრანსპორტიორი.
თავის მხრივ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ ამ მიმართულებით წარმატებით მოიგერია უკრაინის 23-ე და 31-ე მექანიზებული ბრიგადის შეტევა, რომელშიც 2 სატანკო ბატალიონი მონაწილეობდა.
დასავლური წყაროების ცნობით, უკრაინის წინსვლა ფრონტის ამ მონაკვეთზე 5-6 კილომეტრია. ЗСУ-ს შეტევების შემდეგ რუსეთის თავდაცვის უწყებამ მასშტაბური საინფორმაციო კამპანია წამოიწყო. შოიგუს უწყებაში აცხადებდნენ, რომ უკრაინელთა მსხვილმასშტაბიანი იერიში წარმატებით მოიგერიეს და ოპერაციას ადგილზე ხელმძღვანელობდა ვალერი გერასიმოვი.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აქტიურობის ფონზე საინფორმაციო სიჩუმის რეჟიმს ინარჩუნებს უკრაინული გენშტაბი.
უკრაინის არმიას წინსვლა აქ ფრონტის სხვა მიმართულებითაც, მათ შორის ბახმუტის დასავლეთ შემოგარენში. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ჰანა მალიარის ცნობით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინულმა დანაყოფებმა წინ წაიწიეს 1.6 კილომეტრით.
ბახმუტთან რუსეთის არმიის უკანდახევას ადასტურებს ჩვკ ვაგნერის დამფუძნებელი - "ჩვენი ჯარები ნელ-ნელა მოცურდნენ",- ამბობს პრიგოჟინი.
ვრცელდებოდა ცნობები საარტილერიო დარტყმების გააქტიურების შესახებ სოლედარში. რუსული Z-ბლოგერები წერენ, რომ ამ მიმართულებით უკრიანის შეტევა მოგერიებულია.
უკრაინის არმიის უცხოელი კონსულტანტები საუბრობენ, რომ რუსეთის მიერ აგებული თავდაცვის ხაზები და საფორტიფიკაციო ნაგებობები არ არის იმდენად მტკიცე როგორც პროგნოზირებდნენ. მრჩველების ცნობით, დანაკარგების მინიმიზაციისა და რუსეთისთვის რეზერვების გადასროლის აღსაკვეთად უკრაინამ სწრაფი და მაქსიმალური ძალის შეტევები უნდა განახორციელოს.
ამერიკული წყაროების ცნობით, უკრაინელები ზედმეტად ფრთხილობდნენ წასრული კონტრშეტევების დროს, როდესაც ქალაქების გათავისუფლების მიუხედავად რუსეთის არმიის მსხვილმა შენაერთებმა ზონიდან გასვლა მაინც შეძლეს.
ე.წ. ყირიმის სახმელეთო კორიდორის გასაჭრელად შესაძლოა უკრიანას აღმოსავლეთით შეტევების კიდევ უფრო გააქტიურება დაჭირდეს. სოფელი ველიკა ნოვოსილკა ქალაქ ბერდიანსკიდან 120 კილომეტრითაა დაშორებული.
პერსპექტიულად მიიჩნევა დონეცკის სამხრეთ მიმართულება, სადანაც პირდაპირი საფრხე ექმნება ოკუპირებულ მარიუპოლს. ამასთანავე რუსეთის თავდაცვის ხაზები ოდნავ უფრო თხელია დონეცკში, ვიდრე ზაპორიჟიაში.
ბოლო დღეებში რუსეთმა ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფები (ВДВ) ბახმუტის ჩრდილოეთით პოზიციების გასამაგრებლად გადაისროლა. მოსალონდელია, რომ ეს ოკუპანტების თავდაცვის ხაზებში სუსტ წერტილებს გამოავლენს.
ამ თვალსაზრისით სასარგებლო აღმოჩნდა უკრაინის ტერიტორიიდან ბელგოროდის ოლქში რეიდზე გასული დანაყოფების მოქმედება. ოლქის მასირებული საარტილერიო დამუშავების ფონზე რუსეთში 40-ათასიანი ქალაქის ევაკუაცია მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა დაადასტურა, რომ სოფელ ნოვაია ტავოლჟანკას სადაზვერვო-დივერსიული დანაყოფები აკონტროლებენ.
უკრაინის ცალსახა გააქტიურების მიუხედავად, სავარუადოა, რომ ჯერჯერობით იერიში სრული ძალით არ დაწყებულა. უკრაინის არმია ეძებს სუსტ წერტილებს რუსეთის თავდაცვის ხაზებში, რათა ფრონტი სწორედ ამ შედარებით სუსტ მონაკვეთზე გაარღვიოს.
სამხედრო ექსპერტების აზრით, ფრონტის სიგრძის გათვალისწინებით რუსეთს არ შეუძლია თანაბრად დაიცვას მისი თითოეული მონაკვეთი. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა უნდა აიძულონ რუსებმა თავი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე დაიცვან და მაქსიმალურად გაწელონ მათი დანაყოფები.
ამ ეტაპზე ЗСУ ჯერ კიდევ ნიადაგს სინჯავს, სანამ მოქმედებაში საუკეთესო დანაყოფებს შეიყვანს. ბრიგადებიდან, რომელთა მონაწილეობის შესახებაც დადასტურებული ცნობები გვაქვს არცერთია დასავლეთის მიერ გაწვრთნილი და შეიარაღებული 9 ბრიგადიდან. როდესაც ამ ბრიგადებს დავინახავთ მოქმედებაში უკრაინის კონტრიერიშის დაწყებასთან დაკავშირებით კითხვები აღარ იარსებებს.