პოდოლიაკი აბრამოვიჩზე: ძალიან ეფექტური შუამავალია
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა 30 მარტს უკრაინულ მედია ცენტრში გამართულ ბრიფინგზე რუსი მილიარდერის, რომან აბრამოვიჩის როლზე ისაუბრა უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებში.
"რაც შეეხება ბატონ აბრამოვიჩს, რა თქმა უნდა, მედიასივრცეში უკვე დიდი ხანია ცნობილია, რომ ის არის ძალიან ეფექტური შუამავალი დელეგაციებს შორის. ანუ პროცესის მოდერატორია იმ თვალსაზრისით, რომ დასაწყისშივე გაუგებრობა არ მოხდეს, ანუ როცა მხარეები რაღაცას ამბობენ, მეორე მხარე კი ამას ზუსტად ვერ მიხვდა. ხაზს ვუსვამ, მოლაპარაკების პროცესის ლოჯისტიკის თვალსაზრისით, ბატონმა აბრამოვიჩმა ძალიან ეფექტურად შეასრულა დელეგაციებს შორის შუამავლობის მისია", - განაცხადა პოდოლიაკმა.
გარდა ამისა, მან აბრამოვიჩის მოწამვლის შესახებ ცნობებს შეთქმულების თეორია უწოდა.