პოდოლიაკი: დონეცკი და ყირიმი უკრაინის ტერიტორიებია, რომელიც გათავისუფლდება

ყირიმი და დონბასი არის უკრაინის ტერიტორიები, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ და ექვემდებარება დეოკუპაციას. ამის შესახებ 10 აგვისტოს Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

"'დედიკო, უნდა გავიქცეთ!' - რუსი ქურდების ახალი სლოგანი, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრობდნენ წართმეულ სახლებში. ლეგალურად დონეცკს და ყირიმს იგივე სტატუსი აქვთ, რაც მარიუპოლს ან მელიტოპოლს. ეს არის რუსული არმიის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები, რომლებიც ექვემდებარება განთავისუფლებას. ყველაფერი დანარჩენი რუსული პროპაგანდის ნაწილია", - წერს ის.

მსგავსი სიახლეები