პოდოლიაკი: კუპიანსკი არის მთავარი სტრატეგიული ადგილი და უნდა ავიღოთ
ხარკოვის ოლქში კუპიანსკის აღების შემთხვევაში, უკრაინის თავდაცვის ძალები შეძლებენ რეგიონში რუსული ჯარების დაჯგუფების გაჭრას და შემდგომი შეტევის მიმართულების არჩევას. ამის შესახებ 9 სექტემბერს 24 канал-ისთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
"გენერალურმა შტაბმა კონკრეტულად გაავრცელა ინფორმაცია, რომ ხარკოვის რეგიონში 20 დასახლებული პუნქტი უკვე გათავისუფლდა. განთავისუფლებული ტერიტორია 700 კმ²-ია, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კუპიანსკი არის საკვანძო სტრატეგიული ადგილი", - განაცხადა პოდოლიაკმა.
მან დასძინა, რომ რუსეთის ჯარების ხარკოვის მთელი დაჯგუფება შევსებას და რეზერვებს კუპიანსკის გავლით იღებდა.
"ეს არის ისეთი საკვანძო სატრანსპორტო კერა, რომელიც უნდა ავიღოთ და ამის შემდეგ დავაკვირდეთ, მივდივართ ჩრდილოეთით თუ ოდნავ ქვემოთ სამხრეთით. ასე გაწყდება რუსული ჯარების ეს დაჯგუფება და ხელს შევუშლით რეზერვებს მათი მიმართულებით მოძრაობაში", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა.
პოდოლიაკმა აღნიშნა, რომ ეს არის "საკვანძო ელემენტები რუკაზე".