პოდოლიაკი: რუსი სამხედროების წინააღმდეგ 3500-მდე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ 3457 სისხლის სამართლის საქმე აღძრა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის მუხლით. ამის შესახებ 31 მარტს Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, რუსეთთან მოლაპარაკებებზე უკრაინის დელეგაციის წევრმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

"ყველაზე მძიმე საკითხი არის მოქალაქეების მკვლელობები, მასობრივი ძალადობა, ბავშვებზე ძალადობა, წამება. დოკუმენტირებული ფაქტები. შედეგები რუსეთის ფედერაციისთვის კატასტროფულია ყველა იურისდიქციაში", -  აღნიშნა პოდოლიაკმა.

მსგავსი სიახლეები